როდის და რატომ უნდა გავიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი ?
სასურველია კვლევის ჩატარება:
· უმიზეზო ზოგადი სისუსტის დროს
· გადატანილი დაავადებების დროს
· ხანგრძლივად მიმდინარე სასუნთქი სისტემის პრობლემების დროს(მაგ.როგორიცაა ხველა,შემცივნება)
·
ჩატარებული ქირურგიული მანიპულაციიდან 6თვის შემდეგ
აუცილებელია კვლევის ჩატარება:
· ონკოლოგიური დაავადებების დროს
· შარდის ბუშტის ანთების დროს
· თირკმელების ანთების დროს
· არტერიული წნევის ცვლილების დროს
· მწვავედ მიმდინარე ინფექციების(ჭრილობების)დროს
· მაწამვლის დროს
· ბავშვებში- ეჭვი თუ გაქვთ ჭიების არსებობაზე
· თუ ეჭვი გაქვთ, რომ სისუსტე რკინის ნაკლებობიდან გამომდინარეობს
·
მუცლის ტკივილის დროს
სისხლის ანალიზის აღებამდე როგორ უნდა მოემზადოს
პაციენტი ?
ანალიზში ცვლილებებს იწვევს:
მედიკამენტები,სულფანილამიდები (მაგ:ალბუციდი,ბისეპტოლი),ტეტრაციკლინები,ასპირინი,
ინდომეტაცინი და სხვა,შესაბამისად სასურველია ანალიზების ჩატარებამდე მკურნალ ექიმთან
გაიაროთ კონსულტაცია, თუ კი ზემოთ აღნიშნულ მედიკამენტებს იღებთ.
სისხლი ასევე იცვლება:
· ალკოჰოლური სასმელების მიღების შემდეგ
· ფიზიო-პროცედურებისა და რენტგენოლოგიური კვლევების შემდეგ(ჯერ სისხლის ანალიზი აიღეთ,შემდეგ რენტგენი ჩაიტარეთ, საჭიროებისამებრ.
სისხლის საერთო ანალიზი არის მნიშვნელოვანი
ლაბორატორიული კვლევა,რომლის საშუალებითაც ვაფასებთ პაციენტის საერთო მდგომარეობას,სადაც
შეგვიძლია განვსაზღვროთ თრომბოციტების დონე,ანთების მარკერი - ლეიკოციტების დონე,ანემიების
დროს უმნიშვნელოვანესი - ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დონე,ასევე დინამიკაში ვადევნოთ
თვალი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
შესაბამისად,სასურველია რუტინულად შევიმოწმოთ სისხლის საერთო ანალიზით - ჯანმრთელობის
მონაცემები.
ჯეო მედი გთავაზობთ ლაბორატორიულ კვლევებს ბინაზე გამოძახებით.
ჯეო მედი „გამოიძახეთ კლინიკა სახლში“
ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...
მეტის წაკითხვაოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge